ამბები

,,ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური"-საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა


,,ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური"-საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა


მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა განაცხადა, სხდომაზე  ინაუგურაციის სცენარი განიხილეს.
„ვიმსჯელეთ ღონისძიების სცენარისა და  მოწვეული სტუმრების შესახებ.  რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს საკითხი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც  დაზუსტდება საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში.   ყველანაირად ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com