ამბები

პროექტის „ჩემი სახლის მმართველი-ჩემი მომავლის მმართველი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.


პროექტის „ჩემი სახლის მმართველი-ჩემი მომავლის მმართველი“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ ინიციატივით პროექტის „ჩემი სახლის მმართველი- ჩემი მომავლის მმართველი’’ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ეს იყო ოთხ თვიანი ინიციატივა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ და განახორციელა სამმა პარტნიორმა ორგანიზაციამ. აქედან ერთ-ერთი პარტნიორი მხარე გერმანული ორგანიზაცია არის, რომლის სახელწოდება "ინიციატივა საბინაო ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში" არის. ლია კილაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისში პროექტის მთავარი ამოცანა ახალგაზრდებში მობილიზება იყო. განსაკუთრებით ახლადშექმნილ დევნილთა დასახლებებში, ვინაიდან იქ საბინაო მიმართულებით ძალიან ბერვი პრობლემები ვლინდებოდა. სწორედ აქედან 24 ახალგაზრდაც შეირჩა, რომლებმაც ჰაუზმასტერის სრული კურსი გაიარეს და აქედან რვა უკვე გერმანიაში იმყოფება, სადაც უკვე სრულყოფილად გაეცნენ ჰაუზმასტერის პრაქტიკულ მუშაობას. მათე ჩაფიჩაძე პროექტის მონაწილე არის. ის ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ პროექტი საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ის ამბობს,რომ კარგი იქნება, თუ კი ჰაუზმასტერის მიღებულ გამოცდილებას ჩვენს ქვეყანაში გავავრცელებთ და ქართულ რეალობასაც მოვარგებთ. პროექტმა „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ იძულებით გადადგილებულ ახალგაზრდებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა. 30-მა ახალგაზრდამ გადამზადების კურსი გაიარა და ჰაუსმასტერის პროფესიას დაეუფლა. პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას გაეცნენ. == ჩვენ მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საბინაო ეკონომიკის განვითარების საკითხებს. თუ როგორ ხდება ბინების მოვლა, მათი ბიუჯეტის განკარგვა, დასუფთავება დ აღმშენებლობა. ჩვენ საქართველოში უკვე რამდენიმე პროექტს დავუჭირეთ მხარი დღეს იყო ამ პროექტთაგანის ბოლო შემაჯამებელი შეკრება.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com