ამბები

ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ხელშეკრულება შეუწყვიტა


ქუთაისის მერიამ კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ხელშეკრულება შეუწყვიტა
ქუთაისის მერიამ ,,თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ,,ალმა რუს საქართველოს" ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა. ამის მიზეზი გაჭიანურებული სამუშაოები და არაჯეროვნად შესრულებული დავალება გახდა. კომპანიამ ხუთ დეკემბერს ღამით თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები განათავსეს. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ამბობს, რომ ამის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობა არ იყო ინფორმირებული და რომ კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ბექა ყურაშვილი სამუშაოების ხარისხზე საუბრობს, იგი ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფს სამუშაოების ხარისხზეც აქვს პრობლემები და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომაც შეწყვიტა ქუთაისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება. კომპანიამ თეთრი ხიდის სამუშაოების დასრულების ვადას არაერთხელ გადააჭარბა. მიუხედავად საეჭვო სანდოობისა, ხიდი მაინც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, ამის მიზეზად კი ბექა ყურაშვილი მოქალაქეების დაჟინებულ მოთხოვნას ასახელებს. მეგატვსთვის ცნობილი გახდა, რომ პრეტენზიები მხოლოდ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს, უკმაყოფელებას გამოთქვამს კომპანია "ალმა რუს საქართველოც".თუმცა ოფიციალურ განცხადებას კომპანია ჯერ არ აკეთებს,როგორც ცნობილი გახდა თეთრი ხიდის საქმეს საამართლო განიხილავს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com