ამბები

ავლაბრის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გაიმართა


   
ავლაბრის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა გაიმართა


  ..საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.
  შეხვედრის პირველნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრაგამართეს.
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს დემოკრატიულ  ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება." ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
იხილეთ ვიდეოскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com