ამბები

პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება


პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება


  საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.
ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ქალაქებს შორის გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისიც მოიაზრება
 ასევე, პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში გაიმართოს, ან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.
ამასთან, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია. მისი თქმით, ინაუგურაციის ჩასატარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com