ამბები

კანონიერი ქურდი, რომელიც იტალიაში 2011წელს აკურთხეს სამონასტრო ცხოვრებას შეუდგა


კანონიერი ქურდი, რომელიც იტალიაში 2011წელს აკურთხეს სამონასტრო ცხოვრებას შეუდგა


  პრაიმ ტაიმის ინფორმაციით,  43 წლის "კანონიერი ქურდი" ზვიად კოპაძე ბერად აღიკვეცა. "პრაიმტაიმს" კოპაძის ახლობელი უყვება, რომ ამჟამად ის "კანონიერი ქურდის" სტატუსს აღარ ფლობს და სამონასტრო ცხოვრებით არის დაკავებული. 
მისივე ინფორმაციით, ზვიად კოპაძე ყაზბეგის ერთ-ერთ მონასტერში მსახურობს და სასულიერო საქმიანობას მისდევს. 
ცნობილია, რომ ბერად აღკვეცამდე ზვიად კოპაძე იტალიაში, კერძოდ მილანში ცხოვრობდა და აქტიურად იყო ჩართული კრიმინალური სამყაროს საქმიანობაში. გავრცელებული ინფორმაციით, კოპაძე მილანში პირადად აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ საერთოს, თუმცა მოულოდნელად მან ქურდული სამყარო დატოვა და ცოდვების გამოსასყიდად მონასტერში წავიდა. 
  ზვიად კოპაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში "ყურშას" მეტსახელით იცნობენ, "კანონიერ ქურდად" 2011 წელს, იტალიაში "მონათლეს".  
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com