ქუჩური გარჩევები მალე კანონით დასჯადი გახდება

26 ნოემბერი, 2018 433


ქუჩური გარჩევები მალე კანონით დასჯადი გახდება


შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში პარლამენტში ინიციატივით შევა , რათა ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება მოხდეს , – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ფიქრობს, რომ საქართველოში კრიმინალური ეპოქა უნდა დასრულდეს. სიახლესთან დაკავშირებით ჩვენს ქალაქში მოსახლეობის განწყობით დავინტერესდით, რათა მათი დამოკიდებულება გაგვეგო, თუ რამდენად საჭიროებს საქართველოში კრიმინალური მენტალიტეტი კონტროლს.. იურისტი გელა სიორდია როგორც კანონმორჩილი, კანონის ფარგლებს არ სცდება, და შესაბამის პოზიციას აფიქსირებს, იგი აღნიშნულ ინიციატივას ემხრობა და ამბობს, რომ საქართველო იმ დასკვნამდე უნდა მივიდეს, რომ პრობლემური საკითხი არა ქუჩაში, არამედ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში მოგვარდეს. ფაქტია , რომ ჩვენი რესპოდენტების უმეტესობა თავიანთი აზრის გასამყარებლად მაგალითად ხორავას ქუჩაზე სისხლიანი დაპირისსპირების შედეგად მომხდარი მკვლელობა მოჰყავთ, რაც პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას ჯერ უავტორო მკვლელობები არ დავიწყებია და მეორე კრიმინალი საქართველოში პროგრესირდება, ამიტომ საზოგადოებას სწორად მიაჩნნია ის აზრი, რომ ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება აუცილებლად უნდა მოხდეს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: