ამბები

El Espanol: რეალს აზართან ერთად ჩაკვეტაძის შეძენა სურს






ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემა გიორგი ჩაკვეტაძე და მისი ტრანსფერი. 19 წლის შემტევის შეძენით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული. ამჯერად, მასზე მადრიდის რეალთან დაახლოებულმა გამოცემამ El Espanol დაწერა და "სამეფო კლუბის" ინტერესზე ისაუბრა.
 
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 1 თვეზე ოდნავ მეტი დარჩა, გუნდებმა ფეხბურთელების მოძიება უკვე დაიწყეს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მადრიდის რეალია. კლუბის ინტერესებში დიდი ხანია აზარი და მარიო ერმოსო არიან, თუმცა მოულოდნელად კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა - გიორგი ჩაკვეტაძე.
 
ქართველი ფეხბურთელი 19 წლისაა და გენტში თამაშობს. მისი ქვეყნის გამოცემებზე დაყრდნობით, ჩაკვეტაძეს რეალი და მისი მოსისხლე მტელი ბარსელონა აკვირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეა, იგი ძირითადად შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს. 
 
გენტში იგი 2017 წელს გადავიდა. მან 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 4 ასისტი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ახალგაზრდაა, იგი გენტის ლიდერია.
 
ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის თქმით, ჩაკვეტაძე მსოფლიო დონის ტალანტია. ადგილობრივი ეკონომისტის, მთვარისა რუჯაძის თქმით ქართველი ფეხბურთელი ძალიან მორიდებულია, მას არც შეყვარებული ჰყავს და არც თავის თავზე უყვარს საუბარი. მის ცხოვრებაში მთლიანი ადგილი მხოლოდ ფეხბურთს უჭირავს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com