ამბები

საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეში, ქუთაისის გოგონების გუნდმა მოიგო


ერთ-ერთი სპორტული მიმდინარეობა ჰოკეი საქართველოში 45 წელს ითვლის, აღსანიშნავია, რომ ქართველი ჰოკეისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ჰოკეის მიმდინარეობა მეტად წარმატებული გახდეს საქართველოში, ვიდრე ეს აქამდე იყო ან არის... ქუთაისელი ახალგაზრდა ჰოკეისტები ამ მიმდინარეობის განვითარებას კი აქტიურად ცდილობენ. 3-4 ნოემბერს თბილისში ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც გოგონათა და ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონებში ჩემპიონი ქუთაისის გუნდი გახდა. ვაჟები კი მეორე ადგილს დაჯერდნენ. სპორტის მუზეუმში გამარჯვებული სპორტსმენები ჰოკეის ფედერაციისა და ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ყველა სპორტის სახეობას, სჭირდება ფინანსები, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლის პერსპექტივა თითქმის შეუძლებელია. ახალგაზრდა ჰოკეისტები ამბობენ, რომ სირთულის მიუხედავად მოგებამ მათში თამაშისადმი სურვილი გააძლიერა და მოგებას შემდეგშიც აპირებენ. მომავალ წელს გოგონათა გუნდი მონაწილეობას ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს. ისღა დაგვრჩენია ქუთაისის ჰოკეის გოგონათა გუნდს წარმატება და წინსვლა ვუსურვოთ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com