თბილისში ხანძარს 66 წლის ქალი ემსხვერპლა

07 ნოემბერი, 2018 275



თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. დაიწვა 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: