2 დღის გახსნილი თეთრი ხიდი უკვე შესაკეთებელია

05 ნოემბერი, 2018 602


                           


ქუთაისის თეთრი ხიდი რომლის რეაბილიტაცია 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა 3 ნოემბერს პომპეზურად გაიხსნა. ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. გახსნიდან 2 დღეში ხიდი უკვე დაიზანებულია. მოქალაქეების თქმით დაზიანება ხიდზე მოტოციკლებით შემოსულმა ახალგაზრდებმა გამოიწვიეს,რომლებსაც არავინ აკონტროლებდა.

თეთრი ხიდის რეაბილიტაცია კომპანია „ალმა რუს საქართველომ“ განახორციელა, კომპანიის წარმომადგენლები დღესაც ადგილზე იმყოფებოდნენ, მათი განცხადებები ხიდის დაზიანებული ადგილების შესახებ, ერთმანეთს არ დაემთხვა. თუ ერთმა განაცხადა რომ ხიდი ჯერ დასრულებული არ არის და კიდევ რამდენიმე დღის სამუშაოები დარჩა,მეორემ ეს უარყო და გვითხრა, რომ ხიდის რეაბილოიტაცია ბოლომდე დასრულებულია.

ქუთაისის მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ყველა თვითმართველობას თავისი ,,აქილევსის ქუსლი" აქვს,ეს ზოგისთვის ასათიანის ქუჩაა,ზოგისთვის კიდევ თეთრი ხიდი.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: