ამბები

ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


   


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ძმის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის ძმას - დ.ვ.-ს სანადირო თოფიდანგასროლით, ორივე ფეხის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიუხედავად აღმოჩენილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა, დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 აპრილს „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com