საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

30 ოქტომბერი, 2018 391


                             

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა.
როგორც საფინანსო ინსტიტუტში ვარაუდობენ, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5 პროცენტი იქნება (წინა პროგნოზით 5.5 პროცენტი), მომავალ წელს კი 4.6 პროცენტი (წინა პროგნოზით 4.8 პროცენტი).
„2018 წლის ივლისამდე ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა ძირითად სავაჭრო პარტნიორთა მაღალი ზრდისა და აქტიური ადგილობრივი მოთხოვნის გამო. თუმცა, ეს ფაქტორები ბოლო ხანს შერბილდა. შესაბამისად, ჩვენ შევამცირეთ საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: