მეორე ტურში გასული კანდიდატების მაქსიმალური და მინიმალური მხარდაჭერა საარჩევნო ოლქების მიხედვით


მეორე ტურში გასული კანდიდატების მაქსიმალური და მინიმალური მხარდაჭერა საარჩევნო ოლქების მიხედვით

  ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით საჩხერის 50-ე საარჩევნო ოლქში 16163 ხმით და 77.08%-ით ლიდერობდა. გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია "-ს კანდიდატს ყველაზე მაღალი  ნდობა საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა გამოუცხადეს- 52.27%. ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, რაც მის ანგარიშზე აღმოჩნდა. საქართველოში გახსნილი საარჩევნო უბნებიდან გაერთიანებულ ოპოზიციას მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი  წალენჯიხის 68-ე საარჩევნო ოლქში დაუფიქსირდა- 50.48%.

  დამოუკიდებელ კანდიდატს  მინიმალური მხარდაჭერა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შემდეგ 29.84% გლდანის ამომომრჩეველმა გამოუცხადა, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა  10.28% საჩხერის 50-ე საარჩევნო ოლქში მიიღო. 

  скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com