მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილიდან მძღოლი ამოიყვანეს

29 ოქტომბერი, 2018 312


თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა მტკვარში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მანქანიდან მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: