ამბები

ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა



ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს
„დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს „ვიზეარის“ რეისი W6 1576 ქუთაისი–ვარშავის მიმართულებით იძულებით დაეშვა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში.
„ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.
  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com