ამბები

საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა


საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

      საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ გახსნეს. რიგით 57-ე საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას მიეცემა საშუალება, ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით, უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფილი კომპიუტერებით და ვიდეოკონფერენციის აპარატურით. ასევე, ადგილობრივები ისარგებლებენ, როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნებით, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკითაც. რაც შეეხება საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა კონცერტი და გათამაშდა პრიზები.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com