რეგიონული შეხვედრა "ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018"

18 ოქტომბერი, 2018 584


რეგიონული შეხვედრა "ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018"


საქართველოს პარლამენტის შენობაში თბილისის საკრებულოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, რეგიონული შეხვედრა "ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018-ი " გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების მაღალი რანგის წევრები და ასევე 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ფორუმის ფარგლებში დელეგატებმა დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობაზე გამართეს და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობაზე ერთიანი რეკომენდაციებიც მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე რიგით მეორე ფორუმია.
დავით მელუას თქმით აღნიშნული ფორუმი კარგი ინიციატივაა და მიაჩნია რომ ახალგაზრდობა ადგილობრივი დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალააა.
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული ფორუმის მიზანი არის ის, რომ გააქტიურდნენ თანამოქალაქეები, რათა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
თბილისის საკრებულოს, სპორტისა და ახალგაზრდულ კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი ჩაკვეტაძეს მიაჩნია, რომ ახალგაზრდული ჯგუფების მთავარი საჭიროებები, რაც რეგიონებში არსებობს და მათ შორის თბილისშიც,მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს.
ღონისძიება, რომელიც "ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის" ფარგლებში ეწყობა, ევროპის კავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის და ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით ხორციელდება.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: