ამბები

მე-3 საჯარო სკოლაში ბავშვებს თეატრის ბილეთების ყიდვას აიძულებენ





როგორც მეგატვ-სთვის გახდა ცნობილი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში 24 ოქტომბერს, მესხიშვილის თეატრში გასამართი სპექტაკლის ბილეთების ყიდვას მოსწავლეებს აიძულებენ. სკოლის ადმინსტრაცია აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბილეთების ყიდვა ნებაყოფლობითია.

ჩვენ დავინტერესდით რას გვეტყოდნენ სკოლის მოსწავლეები ფაქტის შესახებ, მათი პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვა, თუ რატომ ამის მიხვედრა არც ისე რთულია.

  სკოლაში მეგატვ-ის გამოჩენის შემდეგ დირექტორის საკმაოდ გაბრაზებული ბრძანებაც გაისმა, რომ სასწრაფოდ ყველაფერი გააჩერონ, თუ რის გაჩერებაზე იყო საუბარი ალბათ არც ამის მიხვედრა გაგიჭირდებათ. სპექტაკლამდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი და ბილეთებიც გასაყიდია. მეგა ტვ ამ თემით ისევ დაინტერესდება, შეწყვეტს დღეიდან სკოლა ბილეთების გაყიდვას, თუ ისევ თითქოსდა ნებაყოფლობითობის წესით გააგრძელებს ბიზნეს საქმიანობას.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com