ამბები

,,სალამი აფხაზეთიდან..."


,,სალამი აფხაზეთიდან..."


,,სალამი აფხაზეთიდან... იმ აფხაზეთიდან, 25 წელია სახელის მეტი, რომ არაფერი შემორჩენია.
ბევრს ახსოვს როგორი იყო ადრე. გამორჩეულად ლამაზი იყო მაშინ. არსად ისეთი ლურჯი არ ყოფილა ზღვა, როგორც ჩვენთან. ხალხიც სხვანაირი იყო. დღეს, რომ გარუსებულა ყველა, ისე არა. ეს მანამდე, სანამ ბომბებს დაგვიშენდნენ.

  მაშინ 17 წლის ვიყავი... ჯერაც პატარა, მაგრამ ცხოვრებაზე სხვა თვალით შემყურე. მძიმედ მახსოვს ომის დაწყების წუთები. სახლში მისულს უცნაური სურათი დამხვდა: დედა ჩემოდნებს ალაგებდა, ჩემს პატარა დას ეძინა, ბებია ტიროდა, მამა- სახლში არ იყო. მახსოვს დედამ ერთი დაიტირა, რომ სოხუმი დაეცა და ჩვენ აქ ვეღარ დავრჩებოდით... ვერ გეტყვით რა დამემართა. მაშინვე გავიქეცი და ჩემი ძმაკაცები ვნახე. ოღონდ, ეს ისეთი ნახვა იყო, რომ ჩვენ არ გაგვიცინია. მხოლოდ, ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით. შევიკრიბეთ და აფხაზეთის ომში წასვლა გადავწყვიტეთ... ცოტა მეშინოდა...ცოტა კი არა და, ძალიან მეშინოდა, მაგრამ დედის თვალებს, რომ შევხედე მივხვდი, რომ საკუთარი თავი არაფრად მიღირდა. წასვლამდე მინდოდა ჩემებისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა, მაგრამ დედამ არ მომისმინა. ყველაფერს ვკარგავთ და შენც ვერ დაგკარგავთ-ო...

    გავიპარეთ. წასვლის უფლებას მაინც არავინ მოგვცემდა ჩვენ კი - ბრძოლის ჟინი გვკლავდა. გვეგონა გმირობას ჩავდიოდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ვიჩქარეთ. ვხედავდი, როგორ მომიკლეს 3 ბავშვობის მეგობარი და მაშინ მიხვდი, რომ აღარაფერი გამაჩნდა, ყველაფერი რუსულმა ტანკებმა გამინადგურეს. ბებია - ჩემზე ჯავრმა შეიწირა, მამამ გაქცევა მოახერხა. სად წავიდა არც ვიცი... მარტო დედა და ჩემი და დარჩნენ, რომლებიც ყოველდღე მელოდნენ. არ გაიქცა დედა, გესმით? არ გაქცეულა, არა. ვერ დატოვა აფხაზეთი და ვერც მე დამტოვა. თითქმის ყველა გაიქცა, ყველამ თავს უშველა. ყოველდღე ვხედავდი აბარგეულ ხალხს მხოლოდ თავის გადარჩენა რომ სურდა. არცერთს ვამტყუნებ, პირიქით - გარუსებას გაქცევა ჯობდა. რისი მომსწრე არ გავხდი. ერთი კი მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანს ადამიანი ასე სძულდეს?! როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს... ომი დამთავრდა... ერთი ხელის მოსმით შეიცვალა აფხაზეთი...ფაქტიურად მოკლეს.

   აღარც ლურჯი ზღვაა და არაფერი. მხოლოდ, ომის კვალი ატყვია. გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა. მან ძმათამკვლელი კონფლიქტი ყველაზე გვიან იწვნია, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი შედეგი აქ იყო. რამდენი წელია ენგურს არ გამოვცდენილვარ. პროტესტის გრძნობა მახრჩობს, საზღვარზე ყოველ დღე ცინიზმის და შეურაცხყოფის ატანა გვიწევს. ერთი კი - ყველას გვძულს რუსები და გააფხაზებული ქართველები. სოხუმი სავსეა ე.წ. ქართველებით, რომლებმაც გვარები აფხაზურად გადაიკეთეს. აფხაზი ერი არ არსებობს.

   იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პატივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობას. აფხაზეთი- ჩვენი ყველაზე დიდი სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული რეპუტაცია, დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ იმედი ერთია, რომ აღდგება ისტორიული სამართალი და იზეიმებს კაცთმოყვარეობა!"

  ავტორი: მაგდა ჯიშკარიანი
p.s. არ ვიცი აფხაზეთი ახლა როგორია, ისევ არის თუ არა  ლურჯი ზღვა, როგორიც ომამდე იყო, მაგრამ ერთი ვიცი: აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია !скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com