ამბები




ინგოროყვას მე-4 შესახვევის მაცხოვრებლები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ


ინგოროყვას მე-4 შესახვევის მაცხოვრებლები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ინგოროყვას მე-4 შესახვევში გადაადგილება შეუძლებელია , ამავე მიზეზით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაც მნიშვნელოვანი გახდა. ორი კვირის წინ ადგილობრივები მეგატვთან სხვა პრობლემაზე საუბრობდნენ, რაც სამუშაოების არასწორად შესრულებას გულისხმობს, ასევე პრეტენზია ჰქონდათ იმაზე, რომ კომპანია სამუშაოს დღის მანძილზე ცოტა დროს უთმობდა. დღეის მდგომარეობით კი პრობლემა სამუშაოების საერთოდ შეჩერებით გამოიხატება. ჯემალ ღაჭავას თქმით ერთი თვეა რაც სამუშაოები შეჩერებულია და არსებული ვითარება ქუჩაზე უარესდება. ადგილობრივი თვითმმართველობის განმარტებით ქუჩაზე სამუშაოების შეჩერების მიზეზი ხელშეკრულებაში კორექტირების ცვლილების გამო მოხდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან განახლდება. ინგოროყვას მე-4 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 აგვისტოს დაიწყო, ხელშეკრულების მიხედვით დახურული სანიაღვრე სისტემაც მოეწყობა. სამუშაოებს კომპანია "ჯეო როუდ ინვესტი" ახორციელებს. კონკრეტულად ინგოროყვას მე4 შესახვევის რეაბილიტაციისთვის 41 000 ლარი არის გამოყოფილი.. თუ მერიის წარმომადგენლის ნათქვმს დავეყრდნობით სამუშაოები ყველაზე გვიან 14 ნოემბერს უნდა დასრულდეს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com