ამბები

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები - სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების მედიასაშუალებებით გაშუქებას ეხმაურება. პრეზიდენტობის კანდიდატმა "Facebook" გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მისი მოსაზრებების უხეშ ინტერპრეტაციებს ტირაჟირებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დაიცვან.
„მინდა გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთანდაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com