ამბები

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოზე


ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოზე

ხმაურითა და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო ქუთაისში რიგგარეშე მეხუთე სხდომა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ როგორც საინფორმაციო საანგენტოს „იმერეთი ნიუსი“-ს მიერ გავრცელებული კადრებიდან
ჩანს ქართული ოცნების დეპუტატები ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ხელით შეეხნენ ნაციონალური მოძარობის დეპუტატს გია უკლებას . თუმცა საბოლოო ჯამში რამდენი დეპუტატი მონაწილეობდა დაპირისპირებაში და ვისი რა ხარისხის ბრალეულობა იკვეთება თქმა რთულია. ფაქტი ერთი შეხლა-შემოხლის შემდეგ გია უკლებას ჩალურჯებული თვალი და გაწითლებული ცხვირი ამშვენებდა. დაპირისპირების მიზეზად უკლება მის მიერ სოციალურ ქსელში დადებულ სტატუს ასახელებს.

ქუთაისის მერიამ, ქალაქის ცენტრში მდებარე, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სკვერში თანამედროვე ტიპის განათება დააყენა , თუმცა ფეისბუკში გავრცელებულ ტექსტში სკვერი არა აიკობ ნიკოლაძის არამედ ნიკო ნიკოლაძის სახელობისად იყო მოხსენიებული . ფაქტს კრიტიკა მოყვა და მოგვინებით შესაბამისი სამსახურის გვერდზე ტექსი ჩასწორდა. სკვერს განათება კი ოპოზიციამ ნიკო ნიკოლაძის სალომე ზურაბიშვილტან ნათესაობას დაუკავშირა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, შვილთაშვილია.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com