...
ამბები

,,მტკიცებულებები როგორ იარსებებს, ,,შეჭამეს"" -ზაზა სარალიძე

Avatar

,,მტკიცებულებები როგორ იარსებებს, ,,შეჭამეს"" -ზაზა სარალიძე


"სავარაუდოდ, შევწყვეტ შიმშილობას. იქიდან გამომდინარე, რომ უფრო მედგრად ვებრძოლო ამ ნაძირლებს", - განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
"აქციები გრძელდება, ვიდრე ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ჩვენს ქვეყანას. იქამდე ვიბრძოლებთ ვიდრე ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. წეღან "ფაისბუქზე" ვნახე, რომ ბავშვები დაუჭრიათ, გვიჩეხავენ და გვიკლავენ მომავალს. გამოძიება კი არ უნდათ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.
"პირდაპირ მეუბნებიან, რომ ჩემი შვილის მკვლელებს არ დაიჭერენ. მტკიცებულებები არ არსებობსო. მტკიცებულებები როგორ იარსებებს, „შეჭამეს“ პროკურორებმა და გამომძიებლებმა. იმ პროკურორებს და გამომძიებლებს უნდა მოეთხოვოს პირველ რიგში პასუხი, რომ მტკიცებულებები გამოჩნდეს", - განაცხადა სარალიძემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com