ამბები

,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც"-თათია კვაბზირიძე,


,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც"-თათია კვაბზირიძე,


  რა კარგია, როცა ზაფხული დგება! სკოლას ვამთავრებთ, დაღლილები ვართ მთელი წელი დატვირთული გრაფიკისგან. ძალიან გვიხარიასკოლისდამთავრება და ბოლო დღეს წიგნების ჩაბარების შემდეგ ვზეიმობთ ამ ამბავს. იწყება ზაფხულის არდადეგები. გრძელი დღეები და ღამეები,მდინარეზე გართობა, ბავშვებთან ერთად ყოფნა, ბევრი თავისუფალი დრო და მონატრებული ნათესავების სტუმრობა.
რა უნდა იყოს ამაზე კარგი. ნათესავები ცდილობენ ჩემს სახლში მოიყარონ ხოლმე ზაფხულობით თავი.




ყველაზე მეტად ჩვენი მოყვანილი კიტრი და პომიდორი უყვართ. იძახიან ყველაზე გემრიელი და ბარაქიანიაო.


საღამომდე ბაბუა და ბებია ნარდს თამაშობენ ხოლმე, მამაჩემი და ჩემი მამიდაშვილი დომინოს. ჩვენ კი, როცა ყველა ერთად შევიკრიბებით ბანქოს ვთამაშობთ და ვინც წააგებს ნახშირს ვუსვამთ ხოლმე))).(ეს ცნობილი ხრიკია მეტი გართობისთვის). ისე ვხალისობთ, რომ დროც მალე გადის და 2-3 საათზე ვამთავრებთ თამაშს. ნარდში დამარცხებულს კი, ერთი ვედრო წყალი ელის. ან ბებიას ვასხამთ წაგებულზე წყალს და ან ბაბუას. არ იფიქროთ წიგნი საერთოდ დავივიწყეთ, არც ინტერნეტი გვტოვებდა  გულგრილს.



  მამაჩემის დაბადების დღეც ზაფხულშია, ამიტომ მის დაბადების დღეს დიდი ზარზეიმით ავღნიშნავთ ხოლმე. სადღეგრძელოების შემდეგ იწყება სიმღერა და ძველი , სასაცილო ისტორიების გახსენება. ეს მომენტი ყველას ძალიან გვიყვარს და კარგადაც ვხალისობთ ხოლმე.



ბოლოს, მთავრდება ეს ლამაზი დღეები . ყველას წასვლა უწევს  და სახლიც თანდათან ცარიელდება. ამ ზაფხულში ჩემი ძმის ჯვრისწერაც იყო და ეს ამბავი ყველაზე განსაკუთრებული ჩვენთვის.


რამაც ყველა ერთად შეგვკრიბა. ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე ამ არდადეგების განმავლობაში.



შემდეგ, ბიძაშვილებსაც ვესტუმრე. ძალიან კარგი და სახალისო დღეები გავატარე იქაც. ბევრი ცეკვა, სიმღერა და ფოტოების გადაღება.
საღამოობით მეცადინეობაც.

სახლში მოსულს კი, რა თქმა უნდა, მონატრებული მეგობარი მეწვია. ძალიან ბევრი რამ გვქონდა ერთმანეთისთვის მოსაყოლი და გავერთეთ კიდეც.


აი ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც. აანალიზებ რომ სკოლა იწყება, მაგრამ შემდეგ ხვდები რომ მოგენატრა ყველაფერი. მეგობრები, მათთან გატარებული დრო, მასწავლებლები და ის მომენტებიც, როცა მათ აბრაზებდი.
ელოდები როდის მოვა ის დღე, როცა ყველა მონატრებულ ადამიანს ნახავ და ერთმანეთს გაუზიარებთ მთელი ზაფხულის განცდებს.

თათია კვაბზირიძე

მოქალაქე ჟურნალისტი

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com