ქუთაისის მერს თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებენ

15 სექტემბერი, 2018 849


       

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი გიგა შუშანია ქუთაისის მერს ტანამშრომლების მუქარაში ადანაშიულებს.მისი თქმით ქალაქის მერი მუქარით აიძულებს ტანამშრომლებს,თავიანთი ხელფასის ნაწილი ფონდ„ქუთაისში“ გადარიცხონ რომელიც სპეციალურად არჩევნებისთვის შეიქმნა.შუშანია პროკურატურას მოუწოდებს დაინტერესდეს ამ ფაქტით რადგანსაქმე აშკარად სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს.

ინფორმაციას დამახინჯებულს უწოდებს ვიცე მერი ნინო თვალთვაძე,თუმცა ფონდის არსებობას არ უარყოფს,მისი თქმით ფონდში თანხის ჩარიცხვა ნებაყოფლობითია. ვიცე მერი იმასაც ადასტურებს რომ ფონდის დამფუძნებელი მართლაც არის ერთ-ერთი აიპის ხელმძრვანელი.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ქუთაისის მერის საქმით მალე ვნახავთ,მანამდე კი თანამშრომლები ისევ გააგრძელებნ ხელფასის ნაწილის გადარიცხვას საარჩევნო ფონდში, რასაკვირველია საკუთარი სურვილისამებრ,მათ ხომ ამას არავინ აიძულებს
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: