...
ამბები

პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

Avatar

პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება

საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში,  მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლის პირველიოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა მწვანე ეკონომიკის პოლიტიკას ძალიან აქტიურად ავითარებს.
„მოგეხსენებათ, ბოლო წლებში მთელმა მსოფლიომ ბრძოლა გამოუცხადა პლასტიკისგან დამზადებული შესაფუთი მასალის მოხმარებას. გარემო ყველაზე მეტად სწორედპლასტიკის პროდუქციით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ფართოდ გავრცელებულ ე.წ პლასტიკის პარკებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, ჩვენი მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში,  მიიღო რეგულაციები, რომლებიც უკვე 2018 წლისპირველი ოქტომბრიდან 
ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com