ამბები




გაეროს მოდელირების პროექტი


გაეროს მოდელირების პროექტი

სასტუმრო ბაგრატში გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეიკრიბნენ. დღევანდელი კონფერენცია მოსამზადებელი ეტაპია , სადაც მონაწილეები გაეროს მუშაობის პრინციპებს გაეცვნენ. პროექტს, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“, ქუთაისის მერიასთან , გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა და გავრცელებაა. ასევე კომუნიკაციური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ასაკის ათობით ახალგაზრდამ მიიღო, აქედან 25 უცხოელი მონაწილე არის, და 33 ადგილობრივი ქუთაისის მუუნიციპალიტეტიდან. დიანა სულამანიძეს ამ ტიპის პროექტში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია, მისი თქმით ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდები უფრო ახლოს გაეცნონ გაეროს მუშაობის პრინციპებს და გაიღრმავონ ლიდერული თვისებები. პროექტის ბოლოს , გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთესო სპიკერი, და საუკეთესო დელეგაცია.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com