ამბები

იმერეთის გუბერნატორმა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა


იმერეთის გუბერნატორმა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი . სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სასწავლო პირობები 10 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება. იმერეთის გუბერნატორმა მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან ილესება კედლები, იგება ახალი იატაკი, იცვლება კარ-ფანჯრები, მონტაჟდება გათბობის ახალი სისტემა, ეწყობა ლაბორატორიები, სააქტო და სპორტ დარბაზები, ასევე შეიცვალა სანტექნიკა. საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული. გეგმის მიხედვით საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com