...
ამბები

ალი და ნინოს ძეგლზე ასვლისთვის დაკავებულ მამაკაცს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც მან სასამართლოს დარბაზში მაგიდა ააყირავა

Avatar

ალი და ნინოს ძეგლზე ასვლისთვის დაკავებულ მამაკაცს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც მან სასამართლოს დარბაზში მაგიდა ააყირავა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1987 წელს დაბადებულ კონსტანტინე ედიბერიძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული პირი დღეს ბათუმში, ალი და ნინოს ძეგლზე ავიდა. სასამართლო დარბაზში ედიბერიძე მოსამართლეს პროცესის მიმდინარეობისას ეკამათებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მაგიდა ააყირავა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
„წინასწარ არავინ იცის რას გააკეთებს. მივდიოდი გზაზე, ძეგლზე ავძვერი და ხალხს ვეძახდი, რომ სელფი გადაეღოთ ჩემთვის და ვითხოვდი პლანის მოწევას. მოცვივდნენ, იძალადეს და მიწაზე მათრიეს“, - განაცხადა კონსტანტინე ედიბერიძემ სასამართლო დარბაზში.
დღეს ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com