ამბები




ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე,მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა


                         

გუშინ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით,ქართული ოცნება საპრეზიდენტო არცევნებზე საკუთარ კანდიდატს არ წარადგენს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. თავის მხრივ ზურაბშვილმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განაცხადა რომ მადლობელია ნდობისთვის და ქართულ ოცნებას იმედს არ გაუცრუებს. მეგატვ დაინტერესდა რას ფიქრობენ ქუთაისელები ამ თემაზე და მიაჩნიათ თუ არა სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად.

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი გიგა შუშანია აცხადებს რომ ქართულამ ოცნებამ მხარი დაუჭირა ისეთ კანდიდატს რომელიც გამოიღცევა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით,და სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში სხვა და სხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან ხშირად მოგვიწევს ისეთი განცხადებების მოსმენა რომელიც არა საქართველოსთვის,არამედ მტრისთვის უფრო ხელსაყრელია

გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ამას 28 ოქტომბერს გავიგებთ. მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ დრო გადაწყვიტონ როგორი პრეზიდენტი უნდათ თავისი ქვეყნისთვის. რადგან როგორც ჩერჩილი წერდა,“არ აქვს მნიშვნელობა როგორია ჩვენი ქვეყანა რეალურად, ჩვენ ისეთები ვართ დანარჩენი მსოფლიოსთვის,როგორსაც ჩვენი დიპლომატები წარმოგვაჩენენ“

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com