პირს, რომელმაც დაზარალებულს 55 ჭრილობა მიაყენა, 17 წელი მიუსაჯეს


პირს, რომელმაც დაზარალებულს 55 ჭრილობა მიაყენა, 17 წელი მიუსაჯეს

        შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, 2018 წლის მაისში  მოხდა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ახალგაზრდას 55 ჭრილობა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო ჩარევის შედეგად დაჭრილი გადარჩა. როგორც პროკურატურა აცხადებს, სასამართლომ ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა.
   ,, ბათუმის საქალაქოსასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N34-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, გ.ჩ.-მ, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მოკვლის მიზნით, ი.ა-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში  55 ჭრილობის სახით. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, მისი გადარჩენა მოხერხდა. 
   სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2017 წლის 02 ივნისს, ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.    
  ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა."-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში . 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com