ამბები




გააგებინეთ სხვებსაც - ჩვენთან კარგია!


​​​​ 
გააგებინეთ სხვებსაც - ჩვენთან კარგია!


 ახლა, როცა ვწერ, ჩემთვის, სიბნელეში ვზივარ და მთვარის შუქით არეკლილ სივრცეს გავყურებ. იქ, სადღაც, ჰორიზონტის ბოლოს, ვარსკვლავი მოსწყდა და მეც სურვილი ჩავიფიქრე... 

 მეზობლად ერთი დიდი ჟრიამული ისმის და მიხარია, ხოლმე.
ორ სართულიანი კოხტა სახლი დგას, უკვე საოჯახო სასტუმროდ ქცეული. სტუმრებიც გვყავს - ლიტვიდან. მაგრამ ვერაფერი გავუგე, ძალიან გულჩათხრობილი მეჩვენენ. წინაზე, ჩეხები გვყავდა და ძალიანაც დავახლოვდით.  ბავშვი ჰყავდათ სასწაული - 3 წლის ზორა. მოკლედ შეჭრილი ოქროსფერი თმა ჰქონდა, ცისფერი თვალები და ხორბლისფერი კანი. ის ბარბარე დადაქალდნენ, ხშირად სტუმრობდა და ეთამაშებოდა. ისე კარგი სანახავი იყო , ბარბარე რომ ქართულად ეტიტინებოდა და ზორა ხმას არ იღებდა.


მჭადი გვიყვარს ჩვენო. იმერელი დიასახლისების ამბავიც ხომ მოგეხსენებათ , დაფაცურდა დედაჩემი უცებ გამოუცხო და იქეთაც გაატანა ფქვილი.

   ბაბუამ ასეთი ცუდი აგვისტო არ მახსოვს-ო. არადა, სულ არაა ცუდი, ცოტა გაგვაგრილა.
ეჰ, ვიცი, რომ ბაბუას სულ სხვა დარდი აქვს . ახლა, ხომ თიბვის სეზონია.
დაიწყება ახლა, ბაბუას დილით ადრე ადგომები, წასვლა ცხენით და მერე გვიან დაბრუნება.
ხანდახან ვფიქრობ, დამიბერდა ბაბუა-თქო და წამსვე, გული დარდით მევსება.
ანდა, როგორ შევეგუები მის დაბერებას, როცა ბევრ რამეს მასწავლის.
დღეს დილით ადრე წავიდა. დაათვალიერა თავისი მართვის სადავეები და საღამოხანს დაბრუნდა. მერე, მე დამითმო ცხენი.

ჰო, აგვისტო ზოგისთვის ერთობ გამოუსადეგარი გამოდგა. ზაფხული ზაფხულად არ შეგვარჩინა-ო. სამაგიეროდ, ამ წვიმებმა დედაჩემი დაატრილა, ბუხარი აგვიგიზგიზა, ჭყინტი სიმინდიც მოგვიხარშა და კეცის მჭადებიც დაგვიცხო. თითონ, სამფეხზე შემოდგმულ წითელ ტყემალს უვლიდა.

იქ ზემოთაც კარგი ამბები გვაქვს. ბეევრი სტუმრები გვსტუმრობს და ჩვენც ისე ვხვდებით, როგორც შეგვეფერება.

ისე, საღამოობით კლეიდაზე გადმოწოლილი ნისლების მსუყე ფენაც მოგეწონებათ და სიგრილე, უთუოდ თბილად ჩაგაცმევს. შეიძლება ბუხარიც დაანთოთ და გადაეშვათ ნეტარების ორომტრიალში...

თუ ორღობეში ჩაივლით, აუცილებლად დაინახავთ სამფეხზე შემოდგმულ, მოჩუხჩუხე წითელ, კვასკვასა ტყემალს დიასახლისები, რომ დიდისამბით ამზადებენ.

ბაბუა დღეს არყის გამოსახდელად მოემზადა. რაც საჭირო იყო ყველაფერი მოიძია. განსაკუთრებით მიყვარს ეს მომენტი, გვიანობამდე ცეცხლთან ზის, მერე ჩვენც მივუსხდებით და ვაყოლებთ ამ მთის და იმ ზღვის ამბებს. თითონაც, რომ გვიჯერებს ხოლმე.
მას (ბაბუას) არასდროს სწამდა ჩემი.
იმ გაგებით, რომ ყოველთვის ეგონა არაფრის მაქნისი, უსაქმური ვიყავი. არასდროს მაქებს, ყოველთვის უნდა, რომ მეტი ვიყო.
პატარა წარმატებების შემდეგ მოუბრუნდა ჩემსკენ გული (მაინც არაა კმაყოფილი<a style=скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com