ამბები

1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო-ქართველი მოსწავლეები ევროპის უძლიერესი ქვეყნების სამეულში


1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო-ქართველი მოსწავლეები ევროპის უძლიერესი ქვეყნების სამეულში


 ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ქართველი მოსწავლეების  4 კაციან გუნდს დამსახურებული პედაგოგები და მწვრთნელები გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი წარადგენდნენ. დაუღალავი შრომა , წვრთნები და გამარჯვებისათვის მზადება, წარმატებით დასრულდა. გუნდმა წინა წლების გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა. ახალგაზრდების წარმატების შესახებ საზოგადოებას გუნდის ხელმძღვანელმა აუწყა:  
  ,,დამთავრდა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ოლიმპიადის მეორე ტური. დღეს გაცილებით რთული ამოცანები იყო, მაგრამ ბიჭებმა მაგრად იმუშავეს. ყველამ მოიპოვა მედალი. ჩვენი მონაპოვარი 1 ოქრო (ნიკა ბირკაძე), 2 ვერცხლი (ალექსანდრე ხოხიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი), 1 ბრინჯაო (ვანო გამეზარდაშვილი), შარშანდელი გაუმჯობესებული შედეგი (1 ოქრო, 2 ვერცხლი) და მონაწილე ქვეყნების უძლიერეს სამეულში მოხვედრაა :). ვულოცავ მთელ საქართველოს. ახლა წინ იაპონია და მსოფლიო ოლიმპიადაა. იმედია, იქაც წარმატებით გამოვალთ. " -წერს გოჩა მანდარია სოციალურ ქსელში. 

           გუნდის მწვრთნელი გოჩა მანდარია
           
აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ბირკაძე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მან გასულ წელს ევროპის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2017) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
   წინ მსოფლიო ოლიმპიადაა . ახალი მიზნებით და ამოცანებით! 
 

პ.ს. ეს არის  წარმატება, რომელიც ყველაზე ფასეულია და მომავლის იმედით აღგვავსებს. megatv.ge ულოცავს ბატონებს გიორგი მანდარიას, ზაზა გამეზარდაშვილს და მათი გუნდის ღირსეულ წევრებს ამ გამარჯვებას!скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com