...
ამბები

დისკუსია თემაზე: "10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება" გაიმართა

Avatar

                             


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  დისკუსია თემაზე: 10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებულიბიომრავალფეროვნება” გაიმართა.
ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა,  ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს 2008 წლისაგვისტოს ომის დროს  გარემოზე მიყენებულზიანსა და ტრაგედიიდან დღემდეგანვითარებული მოვლენებზე.
ღონისძიების მიზანი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.
ღონისძიებაზე გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი  ფოტოგამოფენა მოეწყოფოტოები ბორჯომისა დაატენის ხეობაშისოფელ სკრასა და ფოთის პორტში 2008 წლის აგვისტოს თვეშია გადაღებულიფოტოჟურნალისტთემო სუხიტაშვილის ექსკლუზიური სურათები ოკუპაციის მუზეუმში მომავალი კვირის განმავლობაშიგამოიფინება.
2008 წლის 7, 15, 17 და 24 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.
რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტყის  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გაჩანაგდა 290 000 მ3 ხე-ტყე. გარდა ტყის ხანძრებისა, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შემდეგ ზღვაში 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა, საიდანაც ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი დაიღვარა. სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com