...
ამბები

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს...

Avatar

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს...


    გორდში ერთი კაცი ცხოვრობს.  სახელად, შოთა. ეს კაცი მარტოხელაა . არავინ იცის სახლში როდის ათევს ღამეს, ან ათევს თუ არა. სულ დადის, მის ოთხფეხა მეგიბრებთან ერთად. დადის ზამთარში და ზავხულში, დარში და ავდარში. არ ეშინია სიცივის და სიცხის. 
   ძალიან გულკეთილია შოთა.  არავისთვის არაფერი ენანება. სანდო კაცია ძალიან და თან , დაუზარელი. ნებისმიერ რამეს ანდობს კაცი. ნებისმიერი რამე გაატანე, თუნდაც ფული, და უთხარი: ამ ფულით ესა და ეს მომიტანეო და დაუყოვნებლივ მოიტანს!
  შოთა ძალიან თბილია და ყურადღებიანი. ერთხელ მაღაზიიდან მოვდიოდი და მივესალმე, ძალიან გაუხარდა.  ხომ არაფერი გამიკეთებია ისეთი, მაგრამ ეს მისალმებაც ისე გაუხარდა, რომ თვალები გაუნათდა და მასთან მიმიხმო. ქურთუკიდან "coca cola" ამოიღო და მომაწოდა. არ ვართმევდი ,მაგრამ მთელი გულით უნდოდა ამეღო. კმაყოფილი დარჩა, რომ გამახარა.
  ეს ადამიანი სულ დადის, როგორც ავღნიშნე, წარმოუდგენელია გორდში მოხვდე და ერთხელ მაინც არ შეგხვდეს. ხალხი საკვებს აძლევს. გახარებული ამ საკვებს სამად ყოფს. ორი წილი- ერთგული მეგობრებისთვის, რომლებიც მუდამ მის გვერდით არიან და ერთი- მისთვის. თავადაც ისე უხარია, როცა ვინმეს ეხმარება, რომ მის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს. იმდენად ალალი და გულწრფელია მისი საქციელი, ზოგჯერ მგონია , რომ ალბათ, გორდში მისნაირი არავინ არ არის.
  გამარჯობა ბაბუო-ისე ალალად და გულკეთილად დაგიძახებს ხოლმე,  გული გაგითბება. ხალხი იხსენებს, თუ რა კარგი მოსწავლე და  მონდომებული სტუდენტი იყო. ძალიან ყვარებია სწავლა და კითხვა.  ეტყობა კიდეც განათლებული, რომ ყოფილა, ზოგჯერ ხმამაღლა საკუთარ თავს, თუ წარმოსახვაში საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. მაგრამ ახლა ასეა. არ იციან რა მოხდა. ცოლ-შვილი არასოდეს ჰყოლია. იმასაც ამბობენ, რომ შოთა ღირსეული ოჯახის შვილია. მაგრამ მას არ სურს თბილისში დედმამიშვილებთან ცხოვრება. გორდი უყვარს, ეს მთები, გზები, ხეობები, ოთხფეხა მეგობრები და ხალხი-მისთვის მშობლიური და ძვირფასი.  
   პატარა როცა ვიყავი სულ მეშინოდა ამ კაცის. წარმოიდგინეთ, მუდამ დიდი წვერებით  იყო, თავზე დიდი მოსაცმელი ეფარა და ბავშვს შეშინებისთვის მეტი მიზეზი აღარც უნდოდა. ახლა, როცა ვუყურებ ვხვდები რა სულგრძელი და პატივსაცემი ადამიანი ყოფილა.
   ბედმა თუ უბედობამ იგი ჩვენი სოფლის განუყოფელ ნაწილად აქცია,  და გორდი შოთას გარეშე, თოთქოს, აღარც წარმოგვიდგენია <3 
მან, ხომ ასე, უერთგულა სოფელს !

  მოქალაქე ჟურნამისტი
  თათია კვაბზირიძე megatv.ge-სათვის 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com