ამბები

ხელბურთში ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატმა აიღო სტარტი.


ხელბურთში ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატმა აიღო  სტარტი.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთში ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატმა აიღოსტარტი. ჩემპიონატის პირველ დღეს 5 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მასპინძელი საქართველოს მონაწილეობით. ქართველი ჭაბუკი ხელბურთელები ფინელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული ორთაბრძოლა ფრედ 25:25 დასრულდა.


საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა მატჩის წინ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სიტყვით გამომსვლელებმა ჩემპიონატის მნიშვნელობასა და ქართული ხელბურთის მომავალზე ისაუბრეს. ბრენკანსი საქართველოში სპეციალურად ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად ჩამოვიდა.


ევროპირველობა 19 აგვისტომდე გაგრძელდება. 11 გუნდი 2 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები ფინეთის გარდა ბელარუსს, საბერძნეთსა და იტალიას დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გადის. ჩვენი გუნდის მიზანიც 4 საუკეთესო გუნდში მოხვედრაა.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com