ამბები




ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა


ჭიათურაში საცურაო აუზის რეაბილიტაცია დასრულდა


 ამ ინფორმაციას თავად ჭიათურის მერია ავრცელებს. როგორც მერიის პრეს სამსახური იუწყება, უახლოეს დღეებში აუზი მუშაობას განაახლებს.  დიდ აუზთან ერთად სრული დატვირთვით ამუშავდება პატარა აუზი, რომელიც გათვლილია 3- დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე.
  ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, აკაკი სამხარაძესთან ერთად 27-ე სპორტულ სკოლასთან არსებული საცურაო აუზის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

 

ჭიათურის მერის თქმით, აუზს ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, მილ-გაყვანილობა, მთლიანად გამოიცვალა საქვაბის მოწყობილობა, ბოილერები და ფილტრები.
„ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებით წვლილი შევიტანოთ საზოგადოების კეთილდღეობაში .ამდენად, მომავალ წელს აუზის იერ-სახის მოწესრიგებაზე ვიზრუნებთ-განაცხადა პაატა ნადირაძემ.
პროექტის ღირებულება 117 599,98 ლარია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com