ამბები

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.


სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.


    ამის შესახებ მან განცხადება ბრიფინგზე გააკეთა.
  „მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან.
  სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილი  მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია. ამჟამად, ის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
   2004-2005 წლებში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com