ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის განმეორებით მატჩში "ვიკინგურს" ეწვია და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. გოლები მილოშ ლასნიმ (10), მამუკა კობახიძემ (24), ალეკსანდრ აზატსკიმ (58) და თორნიკე კაპანაძემ (გაიფორმეს). შეგახენებთ, რომ საშინაო შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ვიკინგურს" 3:0 სძლია. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ქართველებმა მეტოქე 7 ბურთით დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. მე-3 რაუნდში "ტორპედოს" მეტოქე ალბანური "კუკეში" იქნება.скачать dle 12.0
შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.
მოქალაქე ჟურნალისტი