ამბები

,,აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ"-პარლამენტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებზე


,,აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ"-პარლამენტის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებზე


  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების მაღალი შესაძლებლობა აქვს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა , რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20%-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით, მაინც გვექნება სამმაგი სხვაობა ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამიტომ, ნუ დაელოდება ქართული ოცნების კანდიდატს, თვითონ გარისკოს, გადაწყვიტოს, უღირს თუ არ უღირს გარისკვად. აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე გასული ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. შესაბამისად, აქედან თქვენ შეგიძლიათ, განსაჯოთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება ჩვენ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს მმართველი გუნდი ადგენს და არა პრეზიდენტი.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com