...

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,მარტვილის ლეგენდა" დასრულდა

Avatar

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,მარტვილის ლეგენდა" დასრულდა


  საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ,,მარტვილის ლეგენდა" საზეიმო დახურვას ადგილობრივებთან ერთად ჩხოროწყუს, აბაშის და ხონის მუნიციპალიტეტების მერები და ასევე უცხოეთიდან  მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა
   ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით  გაიმართა.
  ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები მარტვილის, ჩხოროწყუს, ხონის და აბაშის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა. ფესტივალში  საქართველოს, პერუს, რუმინეთის, ჩეხეთის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონია მარტვილის ცენტრში  ღია ცის ქვეშ გაიმართა.

   ფესტივალის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ფოტოები  მარტვილის მერიამ გაავრცელა . 


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com