ამბები

გზა სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა


გზა სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

  ქუთაისი-ხონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფელ გუბის ტერიტორიაზე ,  ავტომობილი სანიაღვრე არხში გადავარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი უვნებელი და თავისუფალია. ამასთან, შემთხვევის მონაწილედაც კი არ ფიქსირდება.

  თვითმხილველები ამ ისტორიას ასე ყვებიან: შემხვედრი მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გასწრების მიზნით მოპირდაპირე მხარეს გადავიდა და გზის სავალი ნაწილი შეზღუდა. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მიკროავტობუსი მაქსიმალურად გზის განაპირა ზოლში გადავიდა , რის შემდეგაც იგი მოცურდა და სანიაღვრე არხში გადავარდა.  მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში ადაიყვანეს ავტომანქანა კი საგრძნობლად დაზიანდა.  

 აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც გადასწრების მიზნით სხვა, საკუთარ ზოლში მოძრავი ავტომობილი ზიანდება, არც თუ იშვიათია. არავინ იცის პასუხისმგებლობას გაქცეული მძღოლები სინდისის ქეჯნას განიცდიან თუ არა, თუმცა, ეგ ვერაფერი შეღავათია მათთვის, ვინაც,  ამ ადამიანთა დაუდევრობით, ასობით და ათასობით ლარი იზარალა და თან, ჯანმრთელობასაც საფრთხე შეუქმნა. 
   скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com