...
ამბები

გულიადა სანოძე -ქართული კულტურის ამაგდარი

Avatar

გულიადა სანოძე -ქართული კულტურის ამაგდარი

ხონის სახალხო თეატრის მსახიობს, გულიადა სანოძეს ,,ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა. გადწყვეტილებას ხელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ჩალაბაშვილი და თანათავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი აწერენ. საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირიმა დამსახურებული სახალხო მსახიობი ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა.
გულიადა სანოძემ არაერთი სახასიათო და დაუვიწყარი სახე შექმნა ხონის სახალხო თეატრის სცენაზე. მაია წყნეთელის როლი ერთ-ერთი საუკეთესოა ქართული თეატრის ისტორიაში შესრულებულ როლებს შორის. სახალხო მსახიობი ქართული კითხვის უბადლო ოსტატია. იგი განსაკუთრებული მგზნებარებარებით კითხულობს როგორც საკუთარი ვაჟის , ცნობილი პოეტის ედუარდ უგულავას, ისე თანამდროვე პოეტებისა და უკვდავი კლასიკოსების ლექსებს. გულიადა სანოძემ მხატვრული კითხვის ლიტერატურული წრე და ლიტერატურული სალონიდააფუძნა. მან არაერთ შემოქმედს ფართო აუდიტორიასთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცა.
ქართული კულტურის ამაგდარი, კვლავაც განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას და როგორც თავად ამბობს წინ დიდი გეგმები აქვს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com