ამბები

ქუთაისელები, სკეიტ პარკის მიმდინარე მშენებლობას აფასებენ


ქუთაისელები, სკეიტ პარკის მიმდინარე მშენებლობას აფასებენ

სკეიტ პარკის პრობლემა ქუთაისში წლებია არსებობს და ახალგაზრდებმა მისი მოწყობის მიზნით არაერთი აქციაც გამრთეს. სიახლე, რომ სკეიტ პარკის მშენებლობა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში აქტიურად მიმდინარეობს, ესუკვე ქუთაისელი ახალგაზრდებისთვის ცნობილია. მოსწავლე ახალგაზრდობისპარკის დირექტორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სკეიტ პარკი,ბაღს კიდევ უფრო დაამშვენებს.
მეგატვი იმ დამსვენებლების აზრით დაინტერესდა, რომლებიც მოსწავლე ახალგაზრდობის პარკს ხშირად სტუმრობენ.
გამოკითხულთა გარკვეულ ნაწილს შადრევანის მშენებლობის იმედი ჰქონდა, ამიტომ ისინი სკეიტ პარკის მშენებლობას დადებითად არ აფასებენ. ასევე არსებობენ , პარკის ისეთი ხშირი სტუმრები, რომლებიც ვერ ხვდებიან მიმდინარე მშენებლობის მიზანს.
სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოებს შპს ,,დაკო" ახორციელებს, რომელმაც ხელშეკრულების თანახმად,სამუშაოები სექტემბერში უკვე უნდა დაასრულოს. იქცევა, თუ არა სკეიტერების ოცნება რეალობად ამას სექტემბერში ვნახავთ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com