მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა


მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა


მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით 18-20 ივლისს ბრიუსელს ეწვევა.
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბელგიის სამეფოში 18 ივლისს,  ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის და დონალდ ტუსკის ერთობლივი მიმართვა პრესისადმი.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავსბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან  დიდიე რეინდერსთან,ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ევროპული  და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკისთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com