ამბები

საქართველოს ნაკრები ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ფოტოკოლაჟი)


საქართველოს ნაკრები ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა (ფოტოკოლაჟი)


  საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ბარსელონაში “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და უნგრეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია - 5:12 დამარცხდა. უნგრეთის ნაკრებმა უპიტასეობა თავიდანვე მოიპოვა და ანგარიშში სხვაობა ეტაპობრივად გაზარდა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა თითქმის ყველა მოთამაშეს მისცა. ეროვნული გუნდიდან 2 გოლის გატანა დამირ ცრეპულიამ შეძლო, თითო-თითო გოლი გაიტანეს ბექა ქავთარაძემ, ანდრია ბითაძემ და კაპიტანმა ზურაბ რურუამ. გუნდის თავკაცი მაქსიმალურად ცდილობს ძალების გადანაწილებას, რათა ჩვენი ნაკრები სასურველ ფორმაში შეხვდეს იმ მატჩებს, სადაც წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება. ასეთი შეხვედრა იქნება ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გერმანიის ნაკრებთან, რომელსაც საქართველოს ნაკრები 2016 წელს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც დაუპირისპირდა და მაშინ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა 18 ივლისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი შეძლებს ბრძოლა გააგრძელოს მე-9-მე-12 ადგილების დასაკავებლად, რაც ავტომატურად იქნება წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება. გერმანიის ნაკრები შორეულ 1928 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიოზე კიერთხელ გავიდა მესამე ადგილზე. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპირველობაზე 2014 წელს, ბუდაპეშტში ითამაშა და შვიდივე მატჩი დათმო, 2016 წელს თურქეთის ნაკრების დამარცხებით 16 გუნდს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. რევაზ ჩომახიძის გუნდის მიზანი წინა ევროპირველობებზე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესება და უკეთესი ადგილის დაკავებაა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com