ამბები




მოციმციმე არითმიის განკურნების უნიკალური შესაძლებლობა ქუთაისში


მოციმციმე არითმიის განკურნების უნიკალური შესაძლებლობა ქუთაისში


შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ღონისძიების ორგანიზატორებმა იმ უნიკალური კრიოაბლაციის ოპერაციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია რომელიც ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში დაინერგა. კრიოაბლაცია წინაგულების ფიბრილაციის (მოუწესრიგებელი კუმშვის) სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია გამოიყენება. მოციმციმე არითმიისგან თავის დაღწევის მეთოდი წლების მანძილზე იხვეწებოდა . დღეს კი უნიკალური ოპერაცია ქუთაისში ევროპაში ერთ ერთმა წამყვანმა კრდიოლოგმა უნგრელმა ექიმმა ჩაბა ფოლდეშმა და ქუთაისელმა კარდიოლოგ- არითმოლოგმა გიორგი ჩხოლარიამ ჩაატარეს აღსანიშნავია რომ უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილით 4 ათასამდე ადამიანი იღუპება, რაც დღეში საშუალოდ 11 ადამიანის სიკვდილს მნიშნავს. ჩუმი, აღმოუჩენელი წინაგულის არითმია, ხშირად ინსულტის მიზეზი ხდება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში სკრინინგი წინაგულის ფიბილაციის აღმოსაჩენად. მისი არსებობის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა არითმიისაგან პაციენტის საბოლოოდ განკურნებას ნიშნავს და ამ პროცედურის 80-90 %-ს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს. მკურნალობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში 400 000 -მდე პაციენტთან გამოიყენეს. თბილისში კი 1 წელზე ნაკლებ დროში, 100-მდე წარმატებული კრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა . ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია დასავლეთ საქართველოში სადაც მოციმციმე არითმიის უახლესი მეთოდი დაინერგა.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com