ინკლუზიური განათლების თემაზე მრგვალ მაგიდასთან დისკუსია გაიმართა

29 ივნისი, 2018 617


ინკლუზიური განათლების თემაზე მრგვალ მაგიდასთან დისკუსია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში მრგვალ მაგიდასთან ინკლუზიის თემაზე დისკუსია გამართა. ინკლუზიური განათლების საკითხი მნიშვნელოვანია ბაგა–ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. შეხვედრას ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სასწავლო პროცესის და მეთოდური მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აუდიტორიის წინაშე სიტყვით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე წარსდგა.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: