ამბები

მოსახლეობა მერიას კეთილი საქმის დასრულებას თხოვს


მოსახლეობა მერიას კეთილი საქმის დასრულებას თხოვს

ჭავჭავაძის #20-ის მაცხოვრებლები შესაძლოა ზამთრის დადგომას სახურავის გარეშე შედგნენ. ამის მიზეზად ადგილობრივები უსახსრობას ასახელებენ. მართალია ბინას გადასახური მასალა მერიამ გადასცა თუმცა უშუალოდ გადახურვის თანხა თავად მოსახლეობამ უნდა გაიღოს . მადლზე მარილის მოყრის პირობას ვერ იძლევიან დაგილობრივ თვითმმართველოში. უბნის მაჟორიტარი დეპუტატის ნიკოლოზ ჩეჩელაშვილის თქმით თანხის მოძიების შემთხვევაში ისინი გადხურვის სამუშაოებსაც დააფინანსებენ თუმცა ის მოსახლეობას წინასწარ ვერაფერს პირდება ჭავჭავაძის #20-ე ბინა სახურავის გარეშე 14 ივნისს ხანძრის შედეგად დარჩა. ცეცხლი მთელ სახურავს მოედო და მთლიანი სხვენი გაანადურა. ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებულმა წყალმა კი ბოლო 5-4 სართულებზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში ჩააღწია და კედლები და ჭერი დააზიანა. ცეცხლის გაჩენის მიზეზად შემდუღებელი აპარატის გაუფრთხილებელი გამოყენება სახელდება. თამარ ქავთრაძე ტელეკომპანია მეგატვისათვისскачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com